წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს სასწავლო მასალას AGREEN-ის სასწავლო კურსისთვის: „წარმოება შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში“.
სასწავლო კურსი შემუშავებულია პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობის ტრანსსასაზღვრო ალიანსი (AGREEN), Ref. No. BSB 1135“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი სამოქმედო პროგრამით, ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის „შავი ზღვის აუზი 2014 – 2020“-ის, 1.2 პრიორიტეტული მიმართულების „ვაჭრობის ტრანსსასაზღვრო შესაძლებლობების გაფართოება და სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული სექტორების მოდერნიზაცია“ ფარგლებში. კურსი გამიზნულია ახალგაზრდა ფერმერებისათვის, პროფესიონალებისთვის და სოფლის მეურნეობის და კლიმატის შემსწავლელი, საშუალო განათლების და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
სასწავლო კურსის ზოგადი მიზანია ახალგაზრდა მწარმოებლების ხელშეწყობა, კვალიფიკაციის ამაღლება და მდგრადი სოფლის მეურნეობის საქმიანობაში და ბიოწარმოებაში მათი ჩართვის სტიმულირება, ახალგაზრდა მწარმოებლებისა და ფერმერების სამუშაო უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება.
სასწავლო კურსი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც დისტანციური, ასევე შერეული სწავლების ფორმატში. კურსის სტრუქტურა შედგება 6 სასწავლო მოდულისგან, რომლებიც ამ სახელმძღვანელოში თავებად არის წარმოდგენილი.
სასწავლო კურსის ონლაინ ვერსია (ამ სახელმძღვანელოს და კურსის შინაარსის ჩათვლით) ხელმისაწვდომია ინგლისურ და ყველა პარტნიორი ქვეყნის ენაზე (ბულგარული, რუმინული, ქართული, სომხური, თურქული და ბერძნული), პროექტის ინტერნეტ პლატფორმის ელექტრონული სწავლების განყოფილებაში: